რუსების დესანტი კოდორში / The Russian military incursion into Georgia's upper Kodori (2002)
The Eduard Shevardnadze Center The Eduard Shevardnadze Center
1.72K subscribers
8,626 views
63

 Published On Aug 15, 2024

„12 აპრილს, დილიდან გავრცელდა ხმა, რომ რუსებმა კოდორის ხეობაში დესანტი გადმოსხეს. ატყდა ამბავი პარლამენტში და კანცელარიას აუარება ხალხი მოაწყდა. შევარდნაძესთან რუსეთის ელჩი გუდევი და ბორის პასტუხოვი მოვიდნენ. შეხვედრას ირაკლი მენაღარიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ახლა ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან იყო ოპერაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ამის თაობაზე მოსახლეობის ტელევიზიით ინფორმირება. „პარლამენტი ჩემგან თხოულობს, რომ დაველაპარაკო პუტინს, მაგრამ სანამ გაერკვევიან, დრო გავა. ალბათ, სახელმწიფო მინისტრს გავუშვებ, ან თვითონ ჩავფრინდები კოდორში“, - თქვა შევარდნაძემ. „ჩემთვის გაუგებარია რა მოხდა, - იმეორებს პასტუხოვი - ეს ალბათ სამხედროების თვითშემოქმედება იყო. ის იყო, ამერიკელ ინსტრუქტორებთან დაკავშირებული აღელვება დაცხრა, მას შემდეგ, რაც გაკეთდა სათანადო განმარტება და ახლა ეს ამბავი დაიწყო: მე მოსკოვს დაველაპარაკები“. როცა დერეფანში გამოვედით, ირაკლიმ უთხრა სტუმრებს, რომ ჯობდა კანცელარიაში ემუშავათ რაღაც ხანს. გარეთ, ჩვენთანაც და საგარეოსთანაც დიდი მიტინგი იყო. გადაწყდა, ჩემს კაბინეტში დავმსხდარიყავით. „რაღაც აბსურდის თეატრია“, - თავისთვის გაიძახოდა პასტუხოვი. შეეცადა დაკავშირებოდა სერგეი ივანოვს, უთხრეს, მხოლოდ 16 საათზე იქნებაო, მერე რუშაილოს, ალმატიშიაო, მერე მის მოადგილეს, შერსტიუკს - არც ის აღმოაჩნდა ადგილზე. ლოშჩინინიც აღარ იყო კაბინეტში. ქვემოთ კი კოდორის ხალხი ბობოქრობდა და ითხოვდა პასტუხოვთან შეხვედრას.“
ამონარიდი გელა ჩარკვიანის წიგნიდან „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“

show more

Share/Embed