როცა დასაკარგად გენანება /კითხულობს ანი ნოზაძე
Ani Nozadze Ani Nozadze
3.61K subscribers
51,974 views
642

 Published On Jul 4, 2016

"ისევ მარტოობას მივეყუდე,
მიჭირს საკუთარში "ჩემი ს" პოვნა.....
იქნებ ძნელი არის ჩემში ყოფნა,,,
და ვინც დამეძებდა ვერ მიპოვა....

ყველა დაღამების გათენება,
უკვე ტკივილებით გაჟღენთილა,
იცი პირისპირ დგას სინამდვილე...
თვალი ყველაფერზე ამეხილა/


როგორ მენანები, იცი ? დასაკარგად,
შენი დუმილიც კი ჩემს ხმას მიეჩვია,
კიდევ ბევრი დამრჩა ლექსი წასაკითხი
შენ რომ მოუსმენდი, ყველა ისეთია..
ვეღარ მოვიშორე სევდა მაჯებიდან,
არ მსურს გულის მხარე სულ სხვამ დაიკავოს.
ხედავ? რომ ვამბობდი თურმე რა ძნელია,
სულის ტკივილები ასე დაიმალოს..

ვგავარ ხასიათით ახლა შეუგნებლად
ყველა გულნატკენს და ყველა უიმედოს,
ახლა ფანჯრებიდან ცაა შეცვლილი და
წვიმა ეპარება მინას უიმედოდ......
ნეტავ წვიმა ვიყო და შენს წამწამებზე,
ისევ შეუმჩნევლად თბილად დავიძინო,
მერე გამიფიქრო და შენ თავდახრილმა
მხოლოდ ერთი წამით მინდა გამიღიმო...

გრძნობა ვერ ეტევა ხოლმე კალაპოტში,
მოდის საზღვრებიდან წყარო შთაგონების,
მინდა უამრავი ლექსი დაიწეროს,
რომ ხმა გაგაგონოთ სულის აკორდების...

თითქოს მწვერვალზე ვარ ხოლმე სიხარულის,
მსურს რომ მწუხარებას შენში დავემალო...
ისე წყურვილი მკლავს შენი გაღიმების.
მინდა ბაგის ნაცვლად ღიმილს დავეწაფო.

show more

Share/Embed