SDG Hero - Gvantsa Molashvili , Civil Activist from Telavi (SDG1 & SDG2)
CENN CENN
815 subscribers
25 views
1

 Published On Apr 6, 2023

გაიცანით გვანცა მოლაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი თელავიდან, რომელსაც თავისი საქმიანობით წვლილი შეაქვს სიღარიბისა (SDG 1) და შიმშილის (SDG 2) აღმოფხვრაში.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და სამოქალაქო აქტივისტებს მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით ადგილობრივ თემებში მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) რეალიზაციაში და “არავინ დარჩეს პროცესის მიღმა” მიდგომის განხორციელებაში. თავიანთი საქმიანობით არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქტივისტებს, ახალგაზრდა პროფესიონალებს წვლილი შეაქვთ მწვავე ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებაში. ხელისუფლება არის ქალაქებსა და სოფლებში მიზნების შესრულებაზე მთავარი პასუხისმგებელი მხარე. თუმცა, სექტორებს შორის თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელი იქნება მიზნების მიღწევა მოწყვლადი ადამიანების საჭიროებების გათვალისწინებით.

ვიდეო მომზადებულია პროექტის „SDG-ების განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ეგიდით.

პროექტის მიზანია SDG-ების განხორციელების ხელშეწყობა, ნაციონალიზაციისა და ლოკალიზაციის პროცესების გაგრძელება მონაწილეობითი პროცესისა და მრავალსექტორული დიალოგის უზრუნველყოფის გზით ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე. პროექტი მიმართულია საქართველოში SDG საბჭოს სამდივნოს, თემატური სამუშაო ჯგუფების, მუნიციპალიტეტებისა და არასახელმწიფო დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებისკენ, რითიც ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას.

Meet Gvantsa Molashvili, a civil activist from Telavi, who contributes to the eradication of poverty (SDG 1) and hunger (SDG 2).

Civil society organizations and civil activists play a crucial role in realizing Sustainable Development Goals (SDGs) and implementing the “Leave No One Behind” approach in local communities. Through their work, NGOs, activists, and young professionals contribute to solving severe economic, social, and environmental issues. The government is the main responsible body for the implementation of SDGs in cities and villages. However, without partnership with various sectors, it would be impossible to achieve SDGs, considering the needs of the most vulnerable.

The video was prepared within the “Continued Nationalisation of SDGs in Georgia” project, which aims to jumpstart SDG implementation, continue the nationalisation of new targets and commence the localisation of SDGs in Georgia. The program is financed by Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH on behalf of the German Federal Ministry for Economic Cooperation and Development (BMZ).

By strengthening the capacity of the SDG Council’s Secretariat, the thematic Working Groups and non-state stakeholders, the project supports the development of institutions that will ensure the long-term sustainability of the steps taken by the country toward the Sustainable Development Goals; thus, it contributes to the country’s sustainable development.

show more

Share/Embed