ბიბი და ლოლო - ეპიზოდი 3 - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა
World Vision Georgia World Vision Georgia
1.1K subscribers
29,481 views
105

 Published On Nov 1, 2022

„ბიბი და ლოლო" მესამე ეპიზოდი ეხება სახლში ხარისხიანად და საინტერესოდ გატარებულ დროს ოჯახის ყველა წევრის ჩართულობით.
გარეთ დაგეგმილი აქტივობები, რომელიც ძალიან მოსწონთ ბავშვებს შესაძლოა სხვადასხვა მიზეზის გამო გადაიდოს. ამ ეპიზოდში ნახავთ, როგორ შეიძლება დაგეგმილი გარე აქტივობის ნაცვლად სახლში შევქმნათ ჯადოსნური გარემო.

მნიშვნელოვანია, რომ მშობლებიც აქტიურად იყვნენ პროცესში ჩართული, დასვან კითხვები, მოისმინონ ბავშვის მოსაზრება, დაუკავშირონ ანიმაციაში ნანახი ბავშვის რეალურ ცხოვრებას და ამ გზით დაეხმარონ ახალი უნარებისა და ჩვევების ათვისებაში.

„ბიბი და ლოლო“ წარმოადგენს ქართულ ანიმაციას, რომლის მთავარი მოქმედი პირები არიან ბაჭიები დაყოველღიურად ახალ გამოწვევებთან უწევთ გამკლავება. ანიმაცია მიმდინარეობს ჟესტური ენის თანხლებით და ხელს უწყობს ყრუ ბავშვების ჩართულობას და მათი უნარების განვითარებას. პროექტი ხორციელდება World Vision ავსტრიის ფინანსური მხარდაჭერით.

ავტორები: ფაბიან გუამანი ალდაზი, მარიამ ხვადაგვიანი
სცენარის ავტორები: ფაბიან გუამანი ალდაზი, მარიამ ხვადაგვიანი, მედეა შარიქაძე
რეჟისორი და ანიმატორი: ფაბიან გუამანი ალდაზი
წარმოების მენეჯერი: მედეა შარიქაძე
პროექტის მენეჯერი და ტექნიკური ექსპერტი: მარიამ ხვადაგიანი
პროექტის კოორდინატორი: თეონა ნავდარაშვილი
კომპოზიტორი: გიორგი გამსახურდია
ხმის ჩაწერა: დავით ხოსიტაშვილი
ხმის დიზაინი: საბა შონია

გახმოვანება:
ბიბი - ნოი გამსახურდია
ლოლო - ლილე ხვისტანი
დედა - ნინო ელიაშვილი
მამა - გიორგი გამსახურდია

show more

Share/Embed