Dzmebi Nucubidzeebi - Agsareba / ძმები ნუცუბიძეები - აღსარება
Dzmebi Nucubidzeebi Official Dzmebi Nucubidzeebi Official
13.7K subscribers
622,015 views
3.1K

 Published On Jun 30, 2018

ტექსტის ავტორი - დავით აბუაშვილი
მუსიკის ავტორი - გიორგი ნუცუბიძე

Author of the text -Davit Abuashvili
Music by Giorgi Nucubidze

Автор текста - Давид Абуашвили
Музыка - Гиорги Нуцубидзе

Автор текста - Давид Абуашвили
Музыка - Гиорги Нуцубидзе

შემოგვიერთდით Facebook-ზე:   / nucubidzeebi  

გამოიწერეთ ჩვენი არხი:
https://www.youtube.com/channel/UCEpF...

Soundcloud:   / oto-nucubidze-.  .

#DzmebiNucubidzeebi #NucubidzeProduction #Agsareba
"აღსარება"

შენთვის მიკრეფია მინდვრად ყვავილია,
მთელი მთა და ბარი, ფეხით მომივლია,
ფიქრსა, ოცნებაში წლებიც გაილია,
შენი სადღეგრძელო, ასგზის დაილია.

ჩუმად მოვპარულვარ, თვალი შემივლია,
ღია ფანჯარასთან ახლოს ჩამივლია,
ხელი კანკალითა შენსკენ წამიღია,
დიდი სიყვარული, გულში გამივლია.

ბევრჯერ თაიგული კართან მომიწყვია,
ტრფობით გათანგულსა, ლოცვაც დამიწყია,
ცვილის კელაპტრები ხელში ჩამიწვია,
მაგრამ ვერაფერი, შენთან გამიწყვია.

მთები ყინულისა ცრემლით დამიდნია,
ჩემი საიდუმლო შენთვის გამინდია,
შენსკენ სავალ გზაზე არვინ დამინდია
თუკი რამ შევცოდე, ღმერთსაც შეუნდია!

show more

Share/Embed