ანი ნოზაძე ( ისევ ვჩივი..)
ანი ნოზაძე ანი ნოზაძე
460 subscribers
6,298 views
104

 Published On Jun 1, 2014

უცნაურია, მაგრამ რატომღაც
ჩემი თავისთვის თავად ვარ ჩვილი
და როგორც ბავშის ნატკენი გული
ისე ვარ თითქოს- (რაღაცას ვჩივი...)
არავინ გისმენს.. ხან კი პირიქით...
დუმილი არ გსურს , ნიშნავს წაგებას,

სანამ მეც და თქვენც ვერ შევძლებთ მშვიდად
სხეულთან ერთად სულის ტარებას
იქნება ბრძოლა და არა ომი
ომის დაწყება ნიშნავს დასასრულს....
იქნება ჭორი და მე ყოველთვის
არ მირჩევნია თვალით დანახულს..

ჩემი ფიქრებით ავაგე ციხე
და საკუთარი გავწირე თავი
გკარგავს თუ კარგავ ეს არის კითხვა
ამის პასუხი კი არის მცდარი...

სულ უპასუხო ნაცადი სითბო
ხანდახან წვიმაც გგონია მშრალი
რამდენჯერ უნდა მოგიკლან გული
რომ ყოველ ჯერზე გიწოდონ ქალი
რამდენი უნდა დაკარგო წუთი
რომ საბოლოოდ ფასობდეს წამი

ხანდახან გინდა რომ გერქვას დედა
და ჩვილის საწოლს უმღერდე ნანას
ხანდახან გინდა შენ იყო ჩვილი
და დედა
ისევ გახვევდეს საბანს
ხანდახან გინდა უბრალოდ იყო
შენი ცხოვრება რომ ჰგგავდეს ზღაპარას

უცნაურია მაგრამ რატომღაც ჩემი თავისთის თავად
ვარ ჩვილი
და როგორც ბავშვის ნატკენი ნატკენი გული,
ისე ვარ ახლაც
რაღაცას ვჩივი....

show more

Share/Embed