დაკავება საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster პირველი არხი Georgian Public Broadcaster
344K subscribers
7,974 views
0

 Published On Jul 9, 2024

საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის, „სარფის“ გვერდის ავლით ასევე, თურქეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოყვანას ცდილობდა. პოლიციამ სამივე მათგანი საზღვრო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა. ასევე პოლიციამ თურქეთის კიდევ ერთი მოქალაქე – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავა, როდესაც ის ყალბი პასპორტის გამოყენებით საქართველოს დატოვებას ცდილობდა. დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

show more

Share/Embed