კარგი მმართველობის სკოლა/Good Governance School_IDFI_16-20.09.2024
USAID National Governance Program USAID National Governance Program
2 subscribers
21 views
0

 Published On Sep 30, 2024

16-20 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ბორჯომში, „კარგი მმართველობის სკოლას“ უმასპინძლა, სადაც 24-მა ახალგაზრდა მკვლევარმა, ეფექტური მმართველობისა და საჯარო მმართველობის შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გაიღრმავა. IDFI-მ, USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივის ფარგლებში, 9 თვის განმავლობაში, ახალგაზრდა პროფესიონალების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების მიზნით, ინტენსიურად იმუშავა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: კარგი მმართველობის რეფორმები, საჯარო ადმინისტრირება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მთავრობის გამჭვირვალობა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია.

მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერით, USAID-ი ეხმარება ახალგაზრდა პროფესიონალებს აღიჭურვონ ისეთი ცოდნითა და უნარებით, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, შეიმუშაონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის რეკომენდაციები. ამით ისინი ხელს შეუწყობენ მეტად ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ჩამოყალიბებას საქართველოში, რაც ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

- - - -

From September 16-20, the Institute for Development of Freedom of Information (IDFI) hosted its Good Governance School in Borjomi for 24 young researchers focused on topics of effective governance and public administration. Through a grant from the USAID National Government Program, IDFI led a nine-month initiative to enhance the theoretical and practical knowledge of young professionals in critical areas such as good governance reforms, public administration, anti-corruption, government transparency, and EU integration.

Through initiatives like this, USAID is empowering young professionals to gain the knowledge and skills to develop evidence-based policy recommendations that will contribute to more accountable and transparent governance in Georgia, to improve services and as a pre-condition for integration with the European Union.

show more

Share/Embed