რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - კიევში დღეს გლოვის დღეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster პირველი არხი Georgian Public Broadcaster
344K subscribers
837 views
0

 Published On Jul 9, 2024

კიევში დღეს გლოვის დღეა. მოქალაქეები პატივს მიაგებენ რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულებს. ბოლო ინფორმაციით, აღნიშნული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა. დაიღუპა 27 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. მაშველები შემთხვევის ადგილზე მუშაობას ამ დრომდე განაგრძობენ, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ამასთან, რუსული მხარის მიერ მასიური თავდასხმების შედეგად, დნეპროპეტროვსკის ოლქში სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 64 დაშავდა. მაშველები გადარჩენილი ადამიანების შესახებაც ავრცელებენ ცნობებს, 11 ადამიანი მათ კიევში გადაარჩინეს, რვა კი დნეპროპეტროვსკის რეგიონში. კიევის ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე, რომელზეც თავდასხმა მოხდა, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა. მას უცხოელი დიპლომატებიც შეუერთდნენ, მათ შორის, კანადის ელჩი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მასიური თავდასხმის დროს რუსებმა 38 სხვადასხვა რაკეტა გამოიყენეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

show more

Share/Embed